ადმინისტრატორი ხობში

თარიღები: 04 მაის - 02 ივნ
მდებარეობა: ხობი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: Vacancy@clean-house.ge
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 150 ფილიალით. 

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.  

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.   

 

ამჟამად მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ხობის ფილიალებში; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით; 
  • პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება; 
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი; 
  • კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა; 
  • ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; 
  • მერჩენდაიზინგის კონტროლი; 
  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა. 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel) 
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი; 
  • კომუნიკაბელური; 
  • მოტივირებული; 
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „ადმინისტრატორი“ და ფილიალი „ხობი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

 

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. 

გისურვებთ წარმატებას! 


მსგავსი განცხადებები
Online მაღაზიის პროექტის მენეჯერი

სუფთა სახლი


05 მაის - 03 ივნ

Sales Expert / Store Manager in Tbilisi and Batumi

ჯიდიაი


14 მაის - 11 ივნ

ადმინისტრატორი ლანჩხუთში

სუფთა სახლი


04 მაის - 02 ივნ

ადმინისტრატორი ჭიათურაში

სუფთა სახლი


05 მაის - 03 ივნ

ადმინისტრატორი

ანტრე


13 მაის - 11 ივნ

ადმინისტრატორი ბათუმში

სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი


25 მაის - 23 ივნ

ავტო-გასამართი სადგურის დრაივ მაღაზიის მენეჯერი

ბიოდიზელი ჯორჯია


25 მაის - 23 ივნ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV