ფურგონის ოპერატორ​ი / მძღოლი

თარიღები: 04 მაის - 02 ივნ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: jobs@scroll.eco
ავტო-მოტო სერვისი:  სატვირთო ავტომობილის მძღოლი

კომპანია Scroll აცხადებს ვაკანსიას ფურგონის ოპერატორ​ის / მძღოლის პოზიციაზე თბილისში.


მოთხოვნები:

  • მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
  • თბილისის უბნებისა და ქუჩების უბადლო მცოდნე;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობით, C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად;
  • მძღოლად მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილებით ფურგონზე ან მსუბუქ ავტომობილზე;
  • ჯანსაღი ფიზიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეეძლება 17 კგ-იანი ათეულობით სკუტერის რეგულარულად დატვირთვა და ჩამოტვირთვა ფურგონიდან პარტნიორთან ერთად;
  • უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებს და აპლიკაციებს, კონკრეტულად კი რუქებს (მაგალითად google maps ან apple maps)
  • დღის ცვლასთან ერთად უნდა შეეძლოს ღამის ცვლაში მუშაობა;


რა უნდა გააკეთოთ?

  • თბილისის უბნებში და მის ქუჩებში ელ.სკუტერების დისტრიბუცია, შემდგომ შეკრება, ფურგონში დატვირთვა და საწყობში დაბრუნება;
  • ფურგონის გამართულად მართვა, სკუტერების ფურგონში დატვირთვა/გადმოტვირთვა;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ელ.სკუტერების საწყობში დაბრუნება შესაკეთებლად;
  • გუნდის ზედამხედველებისგან კონსულტაციის თუ მითითების დროული შესრულება და განხორციელება;
  • მობილური აპლიკაციით და ვიზუალური დათვალიერებით სკუტერების შემოწმება;


იცოდე, რომ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და ინოვაციურ პროექტზე, ამიტომ გახდები იმ ცვლილების ნაწილიც, რომელიც საქართველოს ქალაქებს უკეთესობისკენ შეცვლის.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: jobs@scroll.eco