სამოქალაქო მშენებლობის მენეჯერი

თარიღები: 01 მაის - 30 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 2500 - 3500
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: რუსული
ელ. ფოსტა: hr@award.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა

AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს ,,AWARD’’, „ევორდ დრილინგი“, „ევორდ ფექტორი“, „ევორდ ტრანსპორტი“ და სამშენებლო კომპანია „მამისონი“.

 

შპს ,,AWARD’’ აცხადებს სამოქალაქო მშენებლობის მენეჯერის ვაკანსიას.

 

პოზიციის დასახელება: სამოქალაქო მშენებლობის მენეჯერი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’

თანამდებობრივი სარგო: 2500-3500 ლარი (გამოცდილებისა და პირობების შესაბამისად)

ადგილების რაოდენობა: 1

მუდმივი სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, სამშენებლო ობიექტი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ბენეფიტები: დასაქმებულს კომპანიისგან გამოეყოფა ავტომობილი

 

მოვალეობები:

  • მშენებლობის, პროექტებისა და საკოორდინაციო საქმიანობის დაგეგმვა შესასრულებელი პროექტების განხორციელებისა და მართვის მიზნით;
  • სამშენებლო პროექტების სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭირო საკადრო რესურსის მოძიება, სამშენებლო უბნების დაკომპლექტება საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსით და მათი მონიტორინგი თითოეული სამშენებლო პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე;
  • თითოეული პროექტისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ფორმა 2 და სხვა);
  • კოორდინირებული მუშაობა და დროული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
  • კაპიტალური პროექტების მართვა და შესრულება სამუშაო მასშტაბის, გრაფიკის და ბიუჯეტის შესაბამისად;
  • მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგი მათ დასრულებამდე;
  • მშენებლობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და მისი დროულად ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება ინჟინერიის, შესყიდვების, უსაფრთხოების ნორმებისა და მშენებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ე.ი. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების თითოეული ეტაპისა და დღის დაგეგმვა ისე, რომ სამუშაოები ზედმიწევნით ხორციელდებოდეს დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
  • გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ტექნიკური დეპარტამენტისათვის, შესაბამისი მიზეზებისა და მტკიცებულებების ჩათვლით, დროული რეაგირებისათვის;
  • ხელმძღვანელობის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

 

 

განათლება: უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფეროში

უცხო ენები: ინგლისური ენა მაღალ დონეზე, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წელი სამოქალაქო მშენებლობის სფეროში (სასრუველია გამოცდილება ქალაქთა ურბანული მშენებლობის სფეროში)

 

 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

  • პროგრამის დასახელება      ცოდნის დონე
  • Microsoft Office                    კარგი
  • AutoCAD                              კარგი

 

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
  • საინჟინრო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;

 

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.

 

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 01/05/2020.

გისურვებთ წარმატებას!