სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი

თარიღები: 01 მაის - 30 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 2170
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: HR@EU.EDU.GE
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება

ევროპის უნივერისიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელიპოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილი  გამზირი #76

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი

სამუშაო ანაზღაურება: 2170 ლარი (დარიცხული)

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

 

სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობის, მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამგზავრების მხარდაჭერა სამეცნიერო ღონისძიებებზე, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად;
  • უნივერსიტეტის კვლევითი რესურსების შესწავლა;
  • პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან თანმიმდევრული და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების მოძიების პროცესის მართვა;
  • სტრატეგიების, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა გრანტების მოძიებასა და მიღებასთან დაკავშირებით;
  • აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების განხორციელება, გასაუმჯობესებელი სივრცეების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის ანგარიშებისა და წინადადებების წარდგენა;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სასურველია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგრანტო განაცხადების შევსების გამოცდილება;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა - სრულყოფილად (მეტყველება, წერა).

 

კომპეტენციები და უნარები:

  • დონორთა თავისებურებებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • ორმხრივ და მრავალმხრივ დონორებთან სტრატეგიულ დონეზე კომუნიკაციის უნარი;
  • განათლების სფეროში საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი და უახლესი ცოდნა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე HR@EU.EDU.GE -ზე. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ორ ეტაპად.

განცხადების ბოლო ვადა: 31 მაისი.




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV