MEP პროექტების მენეჯერი

თბილი სახლი

თარიღები: 29 აპრ - 28 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: info@casacalda.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა

კომპანია “თბილი სახლი” დაარსდა 2001 წელს, რომლის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინჟინრო კომუნიკაციები - MEP. კომპანიში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული, შესრულებული აქვს 3000-მდე მსხვილი პროექტი და წარმოადგენს აღნიშნული სფეროს ერთ-ერთ უპირობო ლიდერს.

 

„თბილი სახლი“ აცხადებს MEP პროექტების მენეჯერის ვაკანსიას.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მშენებლობის, პროექტებისა და საკოორდინაციო საქმიანობის დაგეგმვა შესასრულებელი პროექტების განხორციელებისა და მართვის მიზნით;
  • MEP პროექტების სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭირო საკადრო რესურსის მოძიება, სამშენებლო უბნების დაკომპლექტება საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსით და მათი მონიტორინგი თითოეული MEP პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე;
  • თითოეული პროექტისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ფორმა 2 და სხვა);
  • კოორდინირებული მუშაობა და დროული რეპორტინგი ხელმძღვანელობასა და დამკვეთთან;
  • მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების გადამოწმება, ვიზირება და წარდგენა ფინანსურ სამსახურთან;
  • კაპიტალური პროექტების მართვა და შესრულება სამუშაო მასშტაბის, გრაფიკის და ბიუჯეტის შესაბამისად;
  • მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგი მათ დასრულებამდე;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება და დეფექტური აქტის შედგენა.
  • მშენებლობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და მისი დროულად ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება ინჟინერიის, შესყიდვების, უსაფრთხოების ნორმებისა და მშენებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ე.ი. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების თითოეული ეტაპისა და დღის დაგეგმვა ისე, რომ სამუშაოები ზედმიწევნით ხორციელდებოდეს დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
  • სამშენებლო ობიექტებზე, სამუშაოთა მწარმოებლების, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
  • გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ტექნიკური დეპარტამენტისათვის, შესაბამისი მიზეზებისა და მტკიცებულებების ჩათვლით, დროული რეაგირებისათვის;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ხელშეკრულებებთან მუშაობის, კითხვის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • უშუალოდ სამშენებლო პროექტზე (ველზე) მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel ცოდნა;
  • AutoCAD/ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
  • კონსტრუქციული ნახაზის კითხვა;
  • უცხო ენები: ინგლისური, რუსული

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • საინჟინრო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;


თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@casacalda.ge