რჩეული ბანკირი საგარეჯოში

თარიღები: 22 მარ - 31 მარ
მდებარეობა: საგარეჯო
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: cv@credo.ge
საბანკო:  საცალო ბანკირი

სავაკანსიო განცხადება:

დამსაქმებელი: სს „კრედო ბანკი“

თანამდებობა: რჩეული ბანკირი

სამუშაო ადგილი: საგარეჯო

 

„კრედო ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას რჩეული ბანკირის პოზიციაზე. რჩეული ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე რჩეული საბანკო პროდუქტის გაყიდვასა და რჩეულ კლიენტებზე ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები;

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რჩეული კლიენტების მოზიდვა, კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა და რჩეული კლიენტების მომსახურეობა;
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების რჩეული კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • რჩეული კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
  • რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • რჩეული კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
  • მუდმივი კონტაქტი კლიენტთან და პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა.
  • რჩეული ბანკირი პირდაპირ პასუხისმგებელია ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე სერვის-ცენტრის მმართველის, სმე განყოფილების უფროსის და საბანკო მომსახურების განვითარების და კონტროლის განყოფილების უფროსის წინაშე;

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • რუსული და ინგლისური - წაკითხვის ანალიზისა და აზრის გამოტანის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • თვითმოტივირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

 

გამოგვიგზავნეთ CV ელ. მისამართზე: cv@credo.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, მაგალითად: რჩეული ბანკირი საგარეჯოში

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 24 მარტი

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

#გახდიკრედოელი




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV