ვებ-გვერდის ადმინისტრატორი

თარიღები: 17 მარ - 14 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600 - 1200
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური
საკონტაქტო პირი: თიკო ჯავახიშვილი  ( 593575814 hr@grandel.ge)
ელ. ფოსტა: gr@grandel.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას კომპანიის  ინტერნეტ მაღაზიის  (ვებ-გვერდის)  ადმინისტრატორის პოზიციაზე.
 

კომპანია დაარსდა 1995 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.
 

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და „Grand Electronics”-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში. შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილისა და „ისთ-ფოინთის“ ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით „გრანდ ელექტრონიქსი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი  + ბონუსი.

     

ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდის პანელის ადმინისტრირება, ტექნიკური მართვა;
  • კომპანიის ინტერნეტ მაღაზიისთვის (ვებ-გვერდისთვის) განკუთვნილი მასალის მობილიზება და მათი ფორმულირება მომხმარებლისათვის მაქსიმალურად გასაგებად და ეფექტურად;
  • ვებ-გვერდზე  ატვირთული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივად განახლება; პროდუქციის ღირებულებების კონტროლი, პროდუქციის აღწერილობის შესაბამისობაში მოყვანა;
  • გაყიდული პროდუქციის ანალიზი და კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების გაცემა;
  • საიტზე განსათავსებელი პროდუქციის აღწერილობისა და მახასიათებლების დამუშავება;
  • პროდუქციასთან დაკავშირებით  დაინტერესებული მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
  • მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, მარკეტინგისა და შესყიდვების დეპარტამენტთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საიტის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
  • ვებ-სტრუქტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია კარგად ერკვეოდეს საყოაფცხოვრებო ტექნიკის სპეციფიკაში.

 

პიროვნული თვისებები:

  • ინტერნეტ სივრცესთან ეფექტურად და სწრაფად ურთიერთობის კომპეტენცია;
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართულად წერის უნარი.

     

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე:hr@grandel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
სოციალური მედიის მენეჯერი

კლიპ-არტი


24 მარ - 20 აპრ

სოციალური ქსელების მენეჯერი

S Motors


01 აპრ - 30 აპრ

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ამბერ ჯგუფი


11 მარ - 09 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV