ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი

თარიღები: 17 მარ - 10 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@myimpex.ge
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

კომპანია „იმპექსფარმი“ უკვე 20 წელია წარმოდგენილია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. თავდაპირველად კომპანია ახორციელებდა სადისტრიბუციო მომსახურებას, ხოლო მოგვიანებით იმპექსმა შექმნა სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქშიც სთავაზობს მომხმარებლებს მაღალი დონის მომსახურებას. ამჟამად კომპანია რებრენდინგის პროცესშია და სულ მალე განახლებული იერსახით წარმოჩინდება ფარმაცევტულ სივრცეში იმისათვის, რომ განგაწყოთ სიცოცხლისათვის, სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის. კომპანია მუდმივად ზრუნავს შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი, იგი ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს.

 

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი აცხადებს ვაკანსიას ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს პროფესიონალ გუნდის წევრს პოზიტიური სამუშაო ეთიკით.

 

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა, მედია-დაგეგმარება, გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა, პროცესის პერიოდული შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დროული განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
  • ორგანიზაციაში არსებული ბრენდების მარკეტინგულ სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა, დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი;  
  • საცალო სამომხმარებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევის დაგეგმარება და კოორდინირება, მონაცემთა ინტერპრეტაცია ბაზრის პოტენციალის და შესაძლებლობების გამოსაკვეთად;
  • ბაზრის მოთხოვნების მუდმივ იდენტიფიკაციაზე ზრუნვა და შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაციების ღონისძიებების შემუშავება/ორგანიზება;
  • მომხმარებლის კმაყოფილების და მისტიური მომხმარებლის კვლევების დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების ინტერპრეტაცია და მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის;
  • დაინტერესებულ მხარეებთან (მედია, თანამშრომლები და ა.შ.) ბრენდის სახელმძღვანელოს გაიდლაინების შესაბამისი მესიჯ სტრატეგიის შემუშავება და მიწოდების ორგანიზება თანმიმდევრული, ერთსახოვანი და ერთხმოვანი ბრენდის იმიჯის მისაღწევად;
  • მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილების შექმნაზე მუდმივი ზრუნვა, მომხმარებლის უკუკავშირის და  სამომხმარებლო ქცევის ანალიზის შედეგად მომსახურების პროცესის გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა;
  • გეგმის განხორციელებაში ჩართული მესამე მხარისთვის ტექნიკური დავალების ფორმების შემუშავება დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად,  მოლაპარაკების წარმოება, შერჩეულ კომპანიასთან პროდუქტის შექმნის პროცესის კოორდინირება, კონტროლი და ხარისხიან შესრულებაზე სრული პასუხისმგებლობა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება: 

  • სამუშაო გამოცდილება 3+; 
  • სფერო - მარკეტინგი, სტრატეგიული კომუნიკაციები.

 

განათლება: 

  • ხარისხი: ბაკალავრი ან მაგისტრის ხარისხი;
  • სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, სტრატეგიული კომუნიკაციები.

 

ენები:

  • ქართული - ძალიან კარგი
  • ინგლისური - კარგი
  • რუსული - კარგი

 

პიროვნული თვისებები:

  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვის და პროექტის მართვის უნარი
  • მედიასთან ურთიერთობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • წერილობითი და ზეპირი მეტყველები უნარი
  • გუნდურობა

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე(CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!




NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV