მიღება ლიდერთა ჰაბში

თარიღები: 09 მარ - 07 აპრ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

ხართ 18 – 25 წლის ასაკის   აქტიური, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა? გაქვთ სურვილი მიიღოთ ცოდნა, გააფართოვოთ ნაცნობების წრე და განავითაროთ საკუთარი უნარ-ჩვევები?

 

სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ!

ჩაერთე ლიდერთა ჰაბში და გახდი ლიდერთა ქსელის წევრი.

 

სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის არის სივრცე, რომელიც თავს უყრის გამოცდილებასა და ინოვაციას, სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ იდეებს, პროფესიონალებსა და ახალ სახეებს. ახდენს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლიდერთა ჰაბი სექტორი 3-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ლიდერთა ჰაბის უნიკალურობა და შესაძლებლობები:

ლიდერთა ჰაბის წარმატებული კურსდამთავრებულები გახდებიან სექტორი 3-ის ლიდერთა ქსელის წევრები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სექტორი 3-ის სხვადასხვა ღონისძიებაში, კონფერენციებში, ტრენინგებში, სტაჟირებისა და გაცვლით პროგრამებში - ქვეყნის შიგნით და გარეთ. მიიღონ მონაწილეობა შიდა საგრანტო კონკურსებსა და სასტიპენდიო პროგრამებში.

 

ლიდერთა ჰაბის სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • 2 თვეს (14-16 სატრენინგო სესიას, კვირაში ორი დღე, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით) ტრენინგები გაიმართება თბილისში და მას გაუძღვებიან სექტორი 3-ის ექსპერტთა ჰაბის წევრები და მოწვეული ექსპერტები;
  • ქალაქგარეთ გასვლით ტრენინგს;
  • მრგვალ მაგიდებს ჩართულ მხარეებთან.

 

სასწავლო პროგრამის ძირითადი თემატიკა: ლიდერობა და ლიდერული კომპეტენციები; დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებები; საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა.

 

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. სამუშაო ენა - ქართული.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • მოტივაცია და ინტერესი ლიდერთა ჰაბის მიმართ.

 

ტრენინგებში მონაწილეობისთვის აუცილებელია სრულად შეავსოთ სარეგისტრაციო განაცხადი.

 

ლიდერთა ჰაბში მონაწილეთა შერჩევა:

კონკურსის ფარგლებში მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - მონაწილეთა შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით;

მეორე ეტაპი - გასაუბრება.

 

შენიშვნა:

  • სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა შეზღუდულია;
  • საკონკურსო კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს კონკურსანტისგან დამატებითი საბუთი/ები, საჭიროებისამებრ ხელმეორედ მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე, დაუკავშირდეს რეკომენდატორს, ან მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებისა თუ დასაქმების ადგილიდან;
  • დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ პირებს;

 

"სექტორი 3" თანასწორ შესაძლებლობებს იძლევა. აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

 

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 10 აპრილამდე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე leadershiphub@sector3.ge

სხვა ვებ გვერდზე


მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre


09 მარ - 07 აპრ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


28 თებ - 28 მარ

IT ქსელი - კომპიუტერული ინჟინერია

ბიდისი აკადემია


11 მარ - 09 აპრ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


28 თებ - 28 მარ

ბარმენის  შემსწავლელი კურსი

ბიდისი აკადემია


11 მარ - 09 აპრ

ბუღალტერიის კომპლექსური კურსი +  საჩუქრად უფასო სტაჟირება ბუღალტრულ - აუდიტორიულ კომპანიაში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


28 თებ - 28 მარ

ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო სრული კურსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

ბიდისი აკადემია


11 მარ - 09 აპრ



NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV