კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სამწლიანი სასწავლო პროგრამა

თარიღები: 07 თებ - 07 მარ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: geocbt@gmail.com
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

დასახელება: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სამწლიანი სასწავლო პროგრამა

მიმწოდებელი: საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება

გამოქვეყნება: 14 იანვარი, 2020

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. სკბთს არის ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) ნამდვილი წევრი.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ბაზაზე შემუშავებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (კბთ) სასწავლო პროგრამა შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის მოთხოვნებთან და აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

დიპლომისშემდგომი სერტიფიკატი აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ცოდნა, უნარები და სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კლინიკური პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს (გამონაკლისის სახით, შესაძლებელია მივიღოთ მაგისტრატურის სტუდენტები/ინტერნები, რომლებიც ამთავრებენ სასწავლებელს ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებში).

მსურველებს უნდა შეეძლოთ საკუთარი კლინიკური პრაქტიკის ორგანიზება შესაბამისი კატეგორიის კლიენტებთან, გააჩნდეთ ბაზისური კომპიუტერული უნარები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ დასამუშავებელი ლიტერატურა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ორი, სამი ან ოთხდღიანი სასწავლო სემინარები ძირითადად ჩატარდება 1-2 თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას. ვორქშოფებს პერიოდულად გაუძღვებიან უცხოელი სპეციალისტები.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. პირველი სასწავლო წელი ძირითადად, დაეთმობა თეორიული ცოდნის და კბთ-ს ბაზისური ტექნიკების დაუფლებას. მეორე და მესამე სასწავლო წელი დაეთმობა სხვადასხვა აშლილობების დროს კბთ-ს სწავლებას და კლინიკურ პრაქტიკას სუპერვიზიით.

სასწავლო კურსის წლიური გადასახადია 1800 ლარი. შესაძლებელია თანდათანობითი გადახდა. სწავლის საფასურში არ შედის სუპერვიზიის გადასახადი, რომელიც მთლიანობაში შეადგენს 2000 ლარს.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 14 თებერვალი.

საკონტაქტო ტელეფონი: (+995 599) 73 54 43
ელ-ფოსტა: geocbt@gmail.com, www.geocbt.ge, http://www.geocbt.ge/our%20%20programs.html

პროგრამაში მონაწილეების მსურველებმა გთხოვთ ელექტრონულად გამოგვიგზავნონ CV, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დიპლიმების ასლები და შევსებული კბთ პროგრამაში მიღების სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ბმულის სახით ზემოთ არის მოცემული.

 

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre


07 თებ - 07 მარ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


30 იან - 28 თებ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


30 იან - 28 თებ

არქიტექტურულ-დაგეგმარების შესახებ სერტიფიცირებული ტრენინგ კურსი

საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი


29 იან - 27 თებ

აქცია! საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების მსურველებს!

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი


30 იან - 28 თებ

ბარმენის  შემსწავლელი კურსი

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


31 იან - 29 თებ

ბუღალტერიის კომპლექსური კურსი +  საჩუქრად უფასო სტაჟირება ბუღალტრულ - აუდიტორიულ კომპანიაში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


30 იან - 28 თებ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV