მონაცემთა ბაზის სპეციალისტი

Hotel Hub Group

თარიღები: 15 იან - 13 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@hotelhub.ge
ადმინისტრაცია:  მონაცემთა დამუშავების ოპერატორი

ღია პოზიცია: მონაცემთა ბაზის სპეციალისტი

 

კომპანიის შესახებ:

“Hotel Hub Group” (https://hotelhub.group/)  გახლავთ სასტუმროების ონლაინ ჯავშნების ტექნოლოგიური პლატფორმა. ინოვაციური სისტემა ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ კომპანიებს საერთაშორისო მასშტაბით, დაჯავშნონ კავკასიის რეგიონის სასტუმროები.

“Hotel Hub Group ” მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 250+ სასტუმროს რეგიონის მასშტაბით ჯავშნების სისტემაში;

 

სამუშაოს აღწერილობა:

  • სასტუმროების ონლაინ ჯავშნების მართვის სისტემის მართვა-კოორდინაცია;
  • სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე სასტუმროების ფასების შედარება ყოველკვირეულად;
  • ახალ პარტნიორთან ადმინისტრაციული ნაწილის მართვა (ხელმოწერილი ხელშეკრულების გაგზავნა და სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება);
  • არსებულ პარტნიორთან ნებისმიერი წარმოჭრილი პრობლემის მოგვარება, როგორც ტექნიკური, ასევე ინფორმაციული კუთხით;

 

ვის ვეძებთ ჩვენ:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 0-1 წლიანი  სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (არ არის აუცილებელი);
  • განიხილებიან ახალიკურსდამთავრებულები, ვისაც აქვთ მოტივაცია და არიან დაინტერესებულნი ამ ინდუსტრიით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
  • სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

 

პირობები:

  • თანამდებობრივი სარგო: 600 ლარი (ხელზე ასაღები);
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!

 

მსგავსი განცხადებები
Data Analyst

Carrefour Georgia


14 იან - 20 იან

მონაცემთა ანალიტიკოსი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი


14 იან - 24 იან


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV