HR-ადმინისტრატორი

თარიღები: 15 იან - 13 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@usa2georgia.com
ადამიანური რესურსები:  პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი HR ასისტენტი

USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ფილიალში Hr-ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
 

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 ან 10:00-15:00.

ანაზღაურება: 600 ლარი


პირობები:

  • USA2GEORGIA-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
  • თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;
  • თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA;
  • თუ გჭირდებათ ფინანსური დამოუკიდებლობა ან დამატებითი შემოსავალი;
  • თუ ეხლა იწყებთ ან გაქვთ სურვილი, შეიცვალოთ სამუშაო პერსპექტივა;
  • გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

 

Hr-ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობებია:

  • პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად ადმინისტრირება;
  • ახალი თანამშრომლის დანიშვნის პროცესის წარმართვა კომპანიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის ასახვა excel-ის ბაზებში
  • თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულების და სხვადასხვა ტიპის ბრძანებების მომზადება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა, მოწესრიგება და განახლება საჭიროებისამებრ;
  • შვებულებიების ადმინისტრირება და სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • საბიულეტენო და სადეკრეტო პროცედურების განხორციელება საჭიროებისამებრ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება და საჭიროების შემთხევაში სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • პერსონალთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავების ინიცირება სამუშაო პროცესის გამარტივების მიზნით;
  • თანამშრომლების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ელექტრონული ფოსტის და ზეპირი კომუნიკაციის საშუალებით;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება დირექტორის მოთხოვნისამებრ;
  • უშუალო ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება იმ პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარებაც არ შედის მის კომპეტენციაში;
  • კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან სხვა მონათესავე მიმართულებით);
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@usa2georgia.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

შპს USA2GEORGIA-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, შპს USA2GEORGIA უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს USA2GEORGIA-ს მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს USA2GEORGIA-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს დადაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ისმოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს USA2GEORGIA თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა oნფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

მსგავსი განცხადებები
ანაზღაურებადი სტაჟირება

ჯუღა


16 იან - 12 თებ

დისტანციური რეკრუტერი/ფრილანსერი რეკრუტერი

ANCOR


23 დეკ 2019 - 17 იან

რეკრუიტინგის ოფიცერი

მაქეი


26 დეკ 2019 - 24 იან


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV