ტენდერი - ქალაქები კავშირში - საზოგადოება მდგრადი ურბანული განვითარებისთვის

GIZ

თარიღები: 06 ნოემ - 19 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: anna.chkheidze@giz.de
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

პროექტის დასახელება: ქალაქები კავშირში - საზოგადოება მდგრადი ურბანული განვითარებისთვის“

 

პროექტის ნომერი: 19.6253.9-001.00

 

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 19.11.2019 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.

 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი).

ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში).

 

 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

- სახელი, გვარი

- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა);

- ტენდერის დასახელება : “ Local consultancy to undertake an analysis on the stakeholder mapping for sustainable urban development in selected countries in South East Europe Region in the context of the GIZ-Project “

- წარწერა “კონფიდენციალურია”;

- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

 

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.6253.9-001.00

და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83341660

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება). შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ჩხეიძეს

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – anna.chkheidze@giz.de

შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 22.11.2019 -თვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან. პატივისცემით,

ანა ჩხეიძე

ხელშეკრულებების განყოფილება

 

 დანართი

  • 1. ტექნიკური დავალება
  • 2. შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა
  • 3. შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა

 

დანართი 1 - ტექნიკური დავალება იხილეთ თანდართული ფაილი

დანართი 2 - შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა

 

შემოსული  შემოთავაზებების  შეფასება  მოხდება როგორც ფასების,  ასევე შინაარსის მიხედვით.

 

შინაარსობრივი შეფასების შემდეგ გაიხსნება და განიხილება წარმომდგენი პირების საფასო შემოთავაზებები. საფასო შეთავაზება მკაფიოდ და დეტალურად უნდა აღწერდეს ყველა სახის ხარჯს, რომელიც ამ ტექნიკური დავალების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისთვის უნდა იქნას გაწეული.

 

საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება 30% -ით.

 

მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე კანდიდატთან.

 

დანართი 3 - შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა მოიცავდეს

თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას. წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

-    სამუშაოს შემსრულებლის CV

-    შესაბამისი უნივერსიტეტის დიპლომის ასლი და ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს შესაბამისობას ტექნიკურ დავალებასთან.

-    შინაარსობრივი შემოთავაება, სადაც დეტალურად უნდა იყოს მითითებული, თუ როგორ მოხდება ტექნიკურ დავალებაში გაწერილი დავალებების

შესრულება, კვილევისა და ანალიზის მოცულობის, რელევანტურობის, თანმიმდევრულობის და ვადების გათვალისწინებთ

 

შემდეგ ეტაპზე შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია

 

არასაფასო კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით. იხილეთ თანდართული ფაილი (Annex 3).

მსგავსი განცხადებები
Tender Consultancy on Carrying out Communication for Social Change Campaign

Unicef


08 ნოემ - 15 ნოემ

აუქციონი მეორადი საოფისე ავეჯის გაყიდვაზე

ლიბერთი ბანკი


12 ნოემ - 20 ნოემ

logo

ტენდერი

თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაკშენი


08 ნოემ - 25 ნოემ

ტენდერი ბრენდირებული მაისურების და ნაჭრის ჩანთების შეძენაზე

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი


08 ნოემ - 15 ნოემ

ტენდერი საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესასყიდად თბილისსა და რეგიონებში

ფინკა ბანკი საქართველო


04 ნოემ - 15 ნოემ

ტენდერი სამკერვალო ატელიეს შესარჩევად

CENN


07 ნოემ - 25 ნოემ

ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე აჭარის რეგიონში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის

CENN


07 ნოემ - 25 ნოემ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV