ტრენინგი მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის თელავში

თარიღები: 06 ნოემ - 22 ნოემ
მდებარეობა: თელავი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (IFRS for SMEs)

ტრენინგი მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის

27 ნოემბერი - 6 დეკემბერი, 2019 წ, თელავი

 

ახალი კანონის თანახმად, 2017 წლის დასაწყისიდან თითქმის ყველა ქართული კომპანია, როგორც მცირე და საშუალო, ისე დიდი ზომის, ფინანსურ ანგარიშგებას გაასაჯაროებს. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა უკვე აქტიურად დაწყებულია და ყველა მონაწილე მხარე ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას  ამ მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, როგორც ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ამ ცვლილებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული კომპანიების ზოგადი გამჭვირვალეობისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. იმ ქვეყნებზე დაკვირვებამ, რომლებიც უკვე იყენებენ ფასს-ს, გვაჩვენა, რომ აღნიშნული სტანდარტები:

  • უზრუნველყოფს კომპანიაში გამჭვირვალე, შესადარის, თანმიმდევრულ და ეფექტურ პროცესებს;
  • წარმოადგენს ფინანსური პროცესების სტანდარტიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო გზას;
  • წარმოადგენს უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას;
  • არის რელევანტური და შესადარისი სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან;
  • ავითარებს ფინანსური მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებს, ზრდის პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის დონეს.

 

მე-3 კატეგორიის კომპანიებს, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მომზადებული ანგარიშგების წარდგენა ევალება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.

ამ საკანონმდებლო მოთხოვნის შესასრულებლად, შეიქმნა ინტენსიური სასწავლო კურსი, რომელიც მსმენელს დაეხმარება:

  • დეტალურად გაიცნოს მსს ფასს (IFRS for SME) სტანდარტი და ისწავლოს აღნიშნულ სტანდარტთან მუშაობა
  • დეტალურად გაიაროს სტანდარტის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა და შეძლოს ამ მოთხოვნების პრაქტიკაში გამოყენება
  • ტექნიკურად მოამზადოს ფინანსური ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა-განმარტებებითი შენიშვნები
  • დეტალურად გაიაროს ბრუნვითი უწყისის საფუძველზე მსს ფასს-ის შესაბამის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი

 

 

ინტენსიური სასწავლო კურსის ხანგრძლივობა არის 36 საათი, რომელიც გადანაწილებულია 6 დღეზე და შედგება ორი 3 დღიანი მოდულისგან.

ტრენინგის განრიგი:

პირველი მოდული - 27, 28, 29 ნოემბერი, 2019 წ. - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე

მეორე მოდული - 4, 5, 6 დეკემბერი, 2019 წ. - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე

ტრენინგს გაუძღვება ქალბატონი ნაირა ხარხელი. ქალბატონ ნაირას აქვს დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების საკითხებში. ტრენინგი ჩატარდება ქართულად და მასში მონაწილეობა უფასოა. კურსი ინტერაქტიულია და შეიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მაგალითებს, რათა სრულყოფილად გაგაცნოთ IFRS for SME სტანდარტის პრაქტიკული გამოყენება. კურსის მიმდინარეობისას განსაზღვრულია 2 ყავის შესვენება და 1 მსუბუქი სადილი..

 

ტრენინგი ჩატარდება სასტუმრო „სევენთინ რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე:  ქ. თელავი, გიორგი ლეონიძის ქ. 3.

 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ,  შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე 2019 წლის 22 ნოემბრამდე. ტრენინგი განკუთვნილია მე-2 და მე-3 კატეგორიის კომპანიების ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერებისა და/ან იმ საბუღალტრო-ფინანსური საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის რომლებიც ბუღალტრულ მომსახურებას უწევს მე-2 და მე-3 კატეგორიის კომპანიებს. ჯგუფი დაკომპლექტდება შევსებული განაცხადების რიგითობის მიხედვით.  დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე knowhowgeorgia@ebrd.com

 

იცნობდეთ თქვენს ტრენერებს

 

ნაირა ხარხელს  აქვს  25 წლიანი თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვaსა  და ფინანსებში. იგი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა  European School of Management (ESM) ბიზნეს სკოლაში.

ევროკავშირის, EUROPEAN UNION (EU), USAID და UNITED STATES DEPARTMENT OF THE TREASURY-ის დაფინანსებით რამდენიმე წელია ასწავლის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (ფასს) და მათ შედარებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს.

ტრენინგების გარდა ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, USAID, UNDP, UNITED STATES DEPARTMENT OF THE TREASURY და სხვა დონორების დაფინანსებით, მან განახორციელა არაერთი პროექტი ფინანსებისა და საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებზე.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს მოღვაწეობას კერძო სექტორში ფინანსური კონსულტანტის, ფინანსების მენეჯერის და ფინანსური დირექტორის თანამდებობებზე.

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre


14 ნოემ - 13 დეკ

ArcGIS 10.4 გეოინფორმაციული სისტემების კურსი

ინტელექტ ცენტრი


12 ნოემ - 11 დეკ

Cisco IT Essentials , CISCO CCNA კურსი თბილისსა და გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


31 ოქტ - 29 ნოემ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


08 ნოემ - 07 დეკ

IT ტექნოლოგიები;კომპიუტერული ინჟინერიის,ქსელის და ვებ პროგრამირების კურსები

ინტელექტ ცენტრი


12 ნოემ - 11 დეკ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


08 ნოემ - 07 დეკ

WEB-დიზაინი / PHOTOSHOP CC/ COREL DRAW X8-ის კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


12 ნოემ - 11 დეკ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV