ტენდერი საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესასყიდად თბილისსა და რეგიონებში

თარიღები: 04 ნოემ - 15 ნოემ
მდებარეობა: თბილისი სხვა
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71,  ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
შესყიდვები:  ტენდერები ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

სს „ფინკა ბანკი საქართველო” მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. ფინკა ბანკი დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100  000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

 

 

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

 

ტენდერის პირობები და მოთხოვნები:

 

აუცილებელი პირობა:

  • შეკვეთილი ხარისხიანი პროდუქციის ადგილზე მიწოდება ოფისების მისამართების შესაბამისად, ინვოისის წარდგენიდან თბილისის მასშტაბით არაუგვიანეს 2 დღის, ხოლო რეგიონებში - 5 სამუშაო დღის ვადაში (ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში)
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის

 

  კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • პროდუქციის კატალოგი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონელზე ერთეულის ფასის მითითებით
  • საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის სრულად შევსებული ჩამონათვალი პროდუქციის დასახელებისა და ერთეულის ფასის მითითებით (იხ. თანდართული ფაილები)
  • პროდუქციის ღირებულება ლარში, დღგ-ს ჩათვლით და მოწოდების ვადები
  • ანგარიშსწორების პირობები
  • კორპორატიული შემოთავაზება ფასდაკლების სახით

 

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71,  ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა: 2019 წლის 15 ნოემბერი, 18:00 საათი.


სს „ფინკა ბანკი საქართველო“ ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ფინკა ბანკის ნებისმიერ ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შეუფერხებელი საქმიანობის განხორციელების და მონაცემების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სათანადო ოფიციალური ნებართვით ფინკა ბანკი ელექტრონული ფოსტით მონაცემების დამუშავებისას იყენებს კორპორაცია მაიკროსოფტის „ქლაუდ“ სერვერებს, რომელიც განთავსებულია აშშ-ში. დამატებით იხილეთ მონაცემების დამუშავების პოლიტიკა.

 

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფინკა ბანკმა კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულების მიხედვით შეძლოს მომსახურების გაწევა/განცხადების განხილვა/მიღება/საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა.

 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართებზე: procurement@finca.ge ან natia.khuchua@finca.ge

 

 

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV