17 მაი - 29 მაი
სტარტი
ოფის-მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ოფის-მენეჯერის ვაკანსიას

ადგილმდებარეობა: თბილისი, ღრმაღელე მეტროს მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ - 18:00სთ
ანაზღაურება: 900

ფუქნცია-მოვალეობები:
  • ოფისში მოსული სტუმარის დახვედრა გამასპინძლება
  • კანცელარიის მოწესრიგება
  • ყოველდღიური ბრძანებების და ხელშეკრულებების გატარება პროგრამაში
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება;
  • კორესპონდენციებს და სხვადასხვა სახის დოკუმენტების დახარისხება
  • შეხვედრების შეთანხმება და დანიშვნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ?
  • სიცოცხლის დაზღვევა
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • დეტალების მიმართ ყურადღება
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
  • ორგანიზებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. vacancy@sharmtrading.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ოფის-მენეჯერი

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.


გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 457
უნიკალური ნახვები 431