08 მაი - 07 ივნ
გრაფიკოსი დიზაინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში, გრაფიკოსი დიზაინერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • FitPass ბარათს;
  • კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პრინტების, პოსტერების, ბანერებისა და სხვა სარეკლამო მასალების მომზადება;
  • კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • ფილიალების ვიზუალური ნაწილის გაფორმებაზე ზრუნვა;
  • პროექტებისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
  • თანამედროვე ტრენდებისა და ტენდენციების ინტეგრირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • კრეატიული კამპანიების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სარეკლამო ინდუსტრიაში;
  • აუცილებელია Adobe Illustrator-ის, Adobe Photoshop-ისა და Corel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • მულტითასქინგი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება-(თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge )

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

ხელოვნება/მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები 132
უნიკალური ნახვები 123