30 აპრ - 30 მაი
ელექტრიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
გრაფიკი: კვირა დღე დასვენება + თვეში ორი მოძრავი დღე (თვეში 6 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტრო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • შიდა-ელექტრო გაყვანილობის, ჩამრთველების, საჭიროების შემთხვევაში შეკეთება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ავარიული სიტუაციის დროს შესაბამისი ქმედებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პოზიციის შესაბამისი თანრიგის სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ნახვები 152
უნიკალური ნახვები 139