18 მაი - 17 ივნ
სტანდარტი
სველი წერტილების დამლაგებელი
ბათუმი, სხვა
  • სეზონური/დროებითი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Tourinvest Group აცხადებს ვაკანსიას სველი წერტილების დამლაგებლის პოზიციაზე

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.


ძირითადი მოვალეობები:
  • საბაგიროს სველი წერტილების დალაგება;
  • საბაგიროს საერთო სივრცეების დალაგება-დასუფთავება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოწესრიგებულობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • დასაქმების ფორმა: სეზონური

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • საბაგირო გზით ტრანსპორტირებას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: career@tourinvestgroup.com ან https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_rcit5/
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სველი წერტილების დამლაგებლი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დასუფთავება
დამლაგებელი
ნახვები 83
უნიკალური ნახვები 82