29 აპრ - 29 მაი
სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
თბილისი, დიდი დიღომი
  • სრული განაკვეთი
  • 3500 - 5500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
კომპანია „პროდიუს ინვესტმენტ“-ი ეძებს სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველს. კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
  • სამშენებლო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა სახართველოს სახელმწიფო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო სამშენებლო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა;
  • სტანდარტებთან და საპროექტო დოკუმენტაცისთან შესაბამისობის და მათი ხარისხის კონტროლი;
  • უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ადგილზე, ვიზიტის მიხედვით დოკუმენტაციის მომზადება;
  • კალენდარული გრაფიკის მომზადება;
  • ფორმა № 2-ის შედგენა;
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების შედგენა-ანალიზი;
  • კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვისდოკუმენტაციასთან შედარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფორმა № 2-ების მომზადების გამოცდილება;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • ინგლისური ენის ცოდანა ჩაითვლება უპირატესობად;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;

შეთავაზება:
  • ანაზრაურება 3500-5500 ლარი, გამოცდილების შესაბამისად (შეთანხმებისამებრ)
  • დამატებითი საბონუსე სისტემა;
  • 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი). წარმატებულად თანამშრომლობის შემთხვევაში მინიმუმ 5 წლიანი გარანტირებული კონტრაქტი;
  • პროფესიულ და მეგობრულ გარემოში მუშაობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: produceinvest@gmail.com

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ნახვები 121
უნიკალური ნახვები 116