- სრული განაკვეთი
- 800 - 900
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში. კომპანია იწვევს ენერგიულ ახალგაზრდას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე სამუშაოდ.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
- შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
- მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
ანაზღაურება დამოკიდებული იქნება გამოცდილებაზე (800-900 ლარი ხელზე ასაღები).
ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელია გამოსაცდელი პერიოდის გავლა (ანაზღაურებადი).
ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კორპორატიული ნომერი და ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის თანამშრომელი“.