01 ივნ - დღეს
სტარტი
სახანძრო უსაფრთხოების და გათბობა გაგრილების მიმართულების განყოფილების ხელმძღვანელი/ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების და გათბობა გაგრილების მიმართულების განყოფილების ხელმძღვანელის (ინჟინერი) პოზიციაზე

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • განყოფილებაში მყოფი ინჟინრების სამუშაო პროცესების მართვა და კოორდინირება;
  • სახანძრო უსაფრთხოების და გათბობა გაგრილების მიმართულებთ საინჟინრო პროექტების მოზიდვისა და დამუშავების ორგანიზება;
  • სახანძრო უსაფრთხოების და გათბობა გაგრილების მიმართულებთ საინჟინრო პროექტების ხარჯთაღრიცხვისა და შეთავაზების მომზადების ორგანიზება;
  • მოლაპარაკებების წარმართვა, პროექტების მოზიდვისა და პროექტებისთვის საჭირო პროდუქციის გაყიდვების ორგანიზების მიზნით;
  • მოზიდული პროექტების თანამშრომლებისათვის განაწილება და მომსახურების სრულყოფილი მიწოდების კუთხით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და მონიტორინგი;
  • გასაყიდი პროდუქციის მარაგების, მოწოდებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების პირობების მომზადება, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრისთვის იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
  • დეპარტამენტის პორტფელში არსებული სახელშეკრულებო პირობების პერიოდული მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ახალი პირობის მომზადება;
  • პორტფელში არსებული მომხმარებლებისთვის კომპლექსური შეთავაზებების მომზადება და მიწოდება;
  • მოზიდული პროექტებისა და პორტფელში არსებულ მომხმარებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების საკითხების რეგულირება, დროული ანაზღაურების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, თანამშრომლობა დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების ინტერესებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია ინჟინრად მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
  • სასურველია რუსული და აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 17 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

საჯარო სამსახური
სახანძრო/სამაშველო
ნახვები 249
უნიკალური ნახვები 249