15 მაი - 14 ივნ
ბუღალტრის დამხმარე/ბუღალტერ-ოპერატორი
ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხე
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "არალი" დაარსდა 2004 წელს. კომპანია დაარსების დღიდან ოპერირებს საგზაო და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით. ჯამურად დასრულებული 100-ზე მეტი და ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე 25 სამშენებლო პროექტით, შპს "არალი" ინფრასტრუქტურული ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ასევე წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის უმსხვილეს კომპანიებთან.
სამშენებლო კომპანია "არალი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს (ბუღალტერ-ოპერატორი) თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი/პროფესიული განათლება - ფინანსების/ბუღალტერიის/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება პრიორიტეტად (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვების/შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში;
  • მარაგების, ძირითადი საშუალებების გადაადგილების აღრიცხვა და შიდა გადაზიდვების გამოწერა;
  • ტელეკომუნიკაცია შედარების მიზნით სამუშაოთა მწარმოებლებთან და მძღოლებთან;
  • ყოველდღიური რეალიზაციის შემოწმება;
  • ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: HR@araligroup.ge. გთხოვთ Subject-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი
ნახვები 114
უნიკალური ნახვები 108