30 აპრ - 30 მაი
ვიპ
იმპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ შვილობილი კომპანიისთვის (შპს „სელბაი ლიმითედი“ - რომელიც წარმოადგენს შესყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის მართვის აუთსორს კომპანიას) აცხადებს ვაკანსიას იმპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი პოზიციაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, ეფექტური ლოჯისტიკური მხარდაჭერა იმპორტის მიმართულებით, კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:30 - 18:00 სთ
ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • ლოჯისტიკური ოპერაციების მართვა, იმპორტულად შესყიდული საქონლის ეფექტური და დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად;
  • მომწოდებლის მიერ საქონლის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის და სისრულის უზრუნველყოფა: საქონლის აღწერა, ღირებულების გადამოწმება შესყიდვების ERP სისტემაში, მიწოდების პირობის და შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით მიწოდების დაგეგმვა;
  • დამკვეთებისთვის და შესყიდვების სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • იმპორტის გადაზიდვის ტენდერების გამოცხადება, ფასთა გამოკითხვის ჩატარება;
  • საქონლის ადგილმდებარეობის პერიოდული მონიტორინგი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე;
  • ლოგისტიკური ხარჯების შემცირების მიზნით მუდმივად მუშაობა გადაზიდვის კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის შესაძლებლობაზე;
  • ERP სისტემაში მუშაობა, მონაცემთა დროული შეყვანა და განახლება, შიდა პროცედურების და შეკვეთების შესაბამისად;
  • სხვა ბიზნეს სეგმენტებთან პროფესიული მოვალეობების კვეთა: შესყიდვების სამსახურთან, მომწოდებელთან, გადამზიდავთან, საბაჟო ბროკერთან და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საერთაშორისო გადაზიდვებში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება,
  • მიწოდების ჯაჭვის ძირითადი პრინციპების სპეციფიკის კარგი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office, 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა

ბენეფიტები:
  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „იმპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი“ კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ნახვები 513
უნიკალური ნახვები 481