29 აპრ - 26 მაი
ოფისის მენეჯერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ოფისის მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #26
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;პარასკევი 10:00-17:00 სთ

შენი, როგორც ოფისის მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
  • ოფისში შემოსულ მომხმარებლებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
  • გასული და შიდა კორესპონდენციის მართვა;
  • თანმშრომლებისთვის ტაქსის მომსახურების პორტალის მართვა;
  • ფოსტასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
  • თანამშრომლების მივლინებასთან დაკავშირებული, სასტუმროს საკითხების მოგვარება;
  • საანგარიშგებო თვის დახურვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიისათვის საჭირო შესყიდვების განხორციელება

გამოგვეხმაურე, თუ:
  • გაქვს უმაღლესი განათლება;
  • გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • იცი ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო დონეზე

ვეძებთ ჩვენიანს:
  • პასუხისმგებლიანს;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს;
  • ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს

როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
  • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
  • შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
  • მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგახვედრებთ:
  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება „ოფისის მენეჯერი - ქუთაისი“.

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
შენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლია მოგვმართო: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.
გაცნობებ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ მოგვმართე.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდის ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 187
უნიკალური ნახვები 178