29 აპრ - 29 მაი
რეგისტრატორი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სტუდენტური დასაქმების სამთვიანი პროგრამისა და 2 კვირიანი სტაჟირების ფარგლებში შპს. "სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი) .
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N33
ვაკანსიის რაოდენობა: 2

სავალდებულო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • გაწონასწორებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეფექტური მართვის უნარის მქონე;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარის მქონე;
  • ორგანიზებული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტის მომსახურება, დადგენილი წესების შესაბამისად;
  • მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა სამედიცინო სერვისზე;
  • მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის, დადგენილი წესების შესაბამისად, წარმართვა;
  • კლინიკაში არსებულ აქციებზე/სერვისებზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;

სტუდენტობის შემთხვევაში, გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს
პრიორიტეტად ჩაითვლება თქვენი სამუშაო გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Hrkhechinashvili@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით)
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 124
უნიკალური ნახვები 107