17 აპრ - 17 მაი
ვიპ CV
პასიური ქსელის ინსტალატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას პასიური ქსელის ინსტალატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ლოკაციებზე მოკვლევითი სამუშაოების წარმოება/დაგეგმვა;
- პასიური ქსელის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა ტექნიკური დავალების მიხედვით;
- პასიურ გაყვანილობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება (კომპანიის საქმიანობის ფარგლებში);
- მივლინებაში გამგზავრება პროექტის ლოკაციის შესაბამისად;
- შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი/დემონტაჟი;
- ინტერნეტ კაბელის დაზიანებების აღმოფხვრა;
- კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი;
- ქსელურის ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
- მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;
უნარები/შესაძლებლობები:
- კომუნიკაბელური;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
- დროის სწორად მართვის უნარი.
- მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00
- ანაზღაურება: 1 500 ლ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ნახვები 712
უნიკალური ნახვები 655
გაგზავნილი CV-ები 12