17 აპრ - 17 მაი
ვიპ CV
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ. კომპანია "ტექნეტი" აცხადებს კონკურს IT სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების ტექნიკური დახმარება კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, მომართვებზე;
- თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით;
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
- კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება;
- ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა,
- საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, სხვადასხვა პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტაცია;
- ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გამოცდილება აუცილებელი არ არის
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00
- ანაზღაურება: 500 ლ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 1556
უნიკალური ნახვები 1405
გაგზავნილი CV-ები 31